თეთრი სახლი აცხადებს, რომ არ გაასაჯაროებს კერძო დიპლომატიური საუბრების დეტალებს. ეს განცხადება ირანის მიერ აშშ-სთვის პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადაცემულ ახალ წინადადებას ეხება.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ კერძო დიპლომატიური მოლაპარაკებების დეტალებზე. პრეზიდენტი ტრამპი მკაფიო იყო თავის პოზიციაში – ირანი ვერასდროს ფლობდეს ბირთვულ იარაღს. მოლაპარაკებები გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების მოკლე და გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ – განუცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ანა კელიმ „როიტერსს“.













