ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული, დრონებით თავდასხმები – 95%-ით.
ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.
„ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“: ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმები 90%-ითაა შემცირებული; დრონებით თავდასხმები 95%-ითაა შემცირებული; 6 000-ზე მეტი სამიზნეა დაბომბილი; 90-ზე მეტი ირანული გემია განადგურებული; ირანის ბალისტიკური რაკეტების მთელი პოტენციალი ფუნქციურად განადგურებულია; ირანის საზღვაო ფლოტი ბრძოლისთვის არაეფექტურადაა შეფასებული; უდიდესი საჰაერო დომინაციაა ირანზე“, – ნათქვამია განცხადებაში.















