თეთრი სახლი: გადაწყვეტილების მისაღებად ტრამპი დაზვერვის მონაცემებს სწავლობს

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაზვერვის მონაცემებს სწავლობს, რომ სირიის ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხად გადაწყვეტილება მიიღოს. “პრეზიდენტმა ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრა ახლახანს დაასრულა. არანაირი გადამწყვეტი დასკვნა არ გაკეთებულა. ჩვენ ვაგრძელებთ დაზვერვის მონაცემების შესწავლას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. პრეზიდენტი მოგვიანებით დაელაპარაკება საფრანგეთის პრეზიდენტს და ბრიტანეთის პრემიერს” – განაცხადა სანდერსმა.

ადრე სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ბობ კოკერმა განაცხადა, რომ ტრამპი სირიის საკითხზე საკუთარ შეცდომას მიხვდა.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: რუსეთი სირიაში საკუთარ მოქალაქეებს დაიცავს
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა კვიპროსზე საკუთარ ბაზასთან საჰაერო სივრცე დახურა