თეთრი სახლი – ბაიდენი დაასრულებს თავის საპრეზიდენტო ვადას, ზოგიერთი რესპუბლიკელის მოწოდების მიუხედავად

თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი “მოუთმენლად ელის თავისი ვადის დასრულებას”. პრესსპიკერს ჰკითხეს ზოგიერთი კონგრესის წევრი რესპუბლიკის განცხადებაზე, რომლებმაც ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდეს. ბაიდენმა პირველად გაკეთებულ განცხადებაშივე თქვა, რომ დაასრულებდა საპრეზიდენტო ვადას.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა მისი წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიიღო ეკონომიკა თავისუფალ ვარდნაში, ძალადობრივი დანაშაულის მზარდი მაჩვენებელი და ალიანსები დაშლილ მდგომარეობაში.

მან ეს შეცვალა, რათა მიეღო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ძალადობრივი დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თითქმის 50 წლის განმავლობაში, ხოლო ნატო უფრო დიდი გახადა, ვიდრე ოდესმე. ის მოუთმენლად ელის თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიულ შედეგებს ამერიკელი ხალხისთვის”, – თქვა თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა.

banner
წინა სტატიაშიბაიდენი მორჩა…სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება – მედვედევი
შემდეგი სტატიაბლინკენი – ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში ისტორიული მიღწევები განახორციელა