თეთრი სახლი არ ფლობს ინფორმაციას არჩევნების გაყალბების თაობაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში, თეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასვლელთან, უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზოგიერთ შტატში ადგილი ჰქონდა ფალსიფიკაციას კანდიდატ ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა.
დონალდ ტრამპმა ამას წინათ განაცხადა, რომ კლინტონის სასარგებლოდ ხმათა „მიწერები“ რომ არა, ის გაიმარჯვებდა მოსახლეობაში პოპულარობის კუთხითაც. ამის შესახებ მან თქვა ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, ხოლო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კლინტონი დაადანაშაულა „მილიონობით ხმათა არალეგალური გზით მიღებაში“.
როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ამომრჩეველთა კოლეგიების ხმათა უპირატესობით, რაც აშშ-ს კანონით გადამწყვეტი ფაქტორია გამარჯვებისთვის. თუმცა, ჰილარი კლინტონს ხმა 2 მილიონით მეტმა ამომრჩეველმა მისცა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად გამოაცხადა
შემდეგი სტატია(video) აფხაზეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა ნიშნავს, მარიონეტული რეჟიმის აღიარებას-პაატა დავითაია კვიციანს