აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და მისი სიძე ჯარედ კუშნერი შაბათს დილით პაკისტანში გაემგზავრებიან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შესახვედრად,_ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა Fox News-თან ინტერვიუში.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება პროდუქტიული საუბარი და იმედია, საქმე შეთანხმებისკენ წავა“, – თქვა ლივიტმა.
მისი თქმით, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი არ გაემგზავრება, მაგრამ ის „ღრმად არის ჩართული“ პროცესში.
ლივიტი ამბობს, რომ ის აშშ-ში იქნება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან და პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად, „მზადყოფნაში“, რათა „საჭიროების შემთხვევაში“ პაკისტანში გაფრინდეს.

















