26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

თეთრ სახლთან დაახლოებული ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

თეთრ სახლთან დაახლოებული გავლენიანი ამერიკელი ექსპერტი, ჯეიმს ჯეი კარაფანო საქართველოს ხელისუფლებას მკაცრ პრაგმატულ გაფრთხილებას უგზავნის და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ლამაზი სიტყვები“ არ აინტერესებს.

კარაფანოს თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სიმართლეს ამბობდა, როდესაც თბილისთან ურთიერთობების აღდგენის მცდელობაზე საუბრობდა, პრემიერ ირაკლი კობახიძის მხრიდან ამის უარყოფა კი „უპასუხისმგებლო და კონტრპროდუქტიული“ იყო.

„ანაკლიის პორტის პროექტზე თუ საქართველოს მთავრობამ არ იცის, როგორ მუშაობს აშშ, მაშინ ისინი იდიოტები არიან. ხოლო თუ ამის მიხედვით არ მოქმედებენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა. და პასუხი ისაა, რომ ჩვენ უბრალოდ გვერდს ავუვლით მათ“, — აცხადებს ექსპერტი.

კარაფანო ხაზს უსვამს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა მხოლოდ „უკეთესობის დაპირების გამო“ გამორიცხულია და ბურთი მთლიანად თბილისის მოედანზეა, რომელმაც მაგიდაზე რეალური, კონკრეტული შედეგები უნდა დადოს. მისივე თქმით, რუსეთსა და ჩინეთზე დაყრდნობის პოლიტიკა ქვეყანას იზოლაციაში დატოვებს.

banner
წინა სტატიაშითელავში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს კაცს გული გაუჩერდა
შემდეგი სტატიასაპენსიო ფონდი დამსაქმებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების შესწავლას იწყებს