თეთრ სახლში შეპარულს გადაწერილი კონსტიტუციის შეტანა უნდოდა

22 წლის ჯოზეფ კაპუტო, რომელიც კინეკტიკუს შტატში ცხოვრობს, მიტევების დღეს თეთრ სახლში შეიპარა, რომ გადაწერილი კონსტიტუცია მიეტანა – ამის შესახებ “Associated Press”-ი წერს. გამოცემასთან საუბრისას ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქაღალდეში, რომელიც ამერიკელს თან ჰქონდა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე იყო საუბარი: “არანაირი წერილობითი მუქარა საქაღალდეში არ ყოფილა” – განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ახალგაზრდის ქცევა უნდა განიხილოს როგორც სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი და მას არავისთვის უნდოდა ზიანის მიყენება.

28 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯოზეფ კაპუტომ დედას და მეგობრებს ანდერძი დაუტოვა, სადაც ის წერდა, რომ სახლში არ დაბრუნდებოდა. დაკითხვაზე ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ასპერგერის სინდრომი აქვს, განაცხადა, რომ მას უყვარს თავისი სამშობლო და საკუთარი საქციელის შემდეგ თავის მოკვლას აპირებდა.
სასამართლომ ჯოზეფ კაპუტო 30 ნოემბრამდე გაანთავისუფლა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გავლა მოსთხოვა.

26 ნოემბერს, მიტევების დღეს, უშიშროების სამსახურის აგენტებმა კაპუტო, რომელსაც საქაღალდე და ამერიკის დროშა ეჭირა, დააკავეს. ის ღობიდან გადაძვრა და თეთრი სახლის ტერიტორიაზე დაჭერამდე 20 მეტრი გაირბინა. პრეზიდენტის რეზიდენციის გასასვლელები და შემოსასვლელები დროებით დაიბლოკა. ბარაკ და მიშელ ობამები ინციდენტის დროს თეთრ სახლში იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” დაპირებებიდან მოსახლეობამ მიიღო კვება 1ლარად და 18 თეთრად და წინასწარ შეძენილი კუბოები”
შემდეგი სტატიაევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში კონფლიქტების თემაზე საერთაშორისო ტრენინგი გაიმართება