11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

“თეთრ სახლში” ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა” – ისლამ მახაჩევი

sportall-ის ინფორმაციით, UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა პრესკონფერენციაზე დაასახელა მიზეზი, რის გამოც მისი და ილია თოფურიას ჩხუბი არ შედგა.

“დამირეკეს და ჩხუბი შემომთავაზეს. კონტრაქტი არ გადმოუგზავნიათ, მაგრამ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა. შემდეგ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ მეტოქემ დიდი ჰონორარი მოითხოვა, რის გამოც შეთანხმება ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მახაჩევმა.

შეგახსენებთ, ილია თოფურია “თეთრი სახლის” ღონისძიებაზე მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დაიცავს, ბრძოლა 14 ივნისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გავა
შემდეგი სტატიარატომ გაძვირდა საწვავი?- საპარლამენტო კომისიამ ნავთობკომპანიებისგან განმარტებები მიიღო