თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, კირ სტარმერი დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი თეთრ სახლში გამართული აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპს და ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, კირ სტარმერის „მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებაზე დაფუძნებული მდგარი მშვიდობისკენ მიმავალი გზა იპოვოს“, -ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კვირას დაგეგმილ საერთაშორისო ლიდერთა სამიტზე ელოდებიან, რომელსაც კირ სტარმერი მასპინძლობს.

banner
წინა სტატიაშიარავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად – შოლცი ტრამპი/ზელენსკის შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – არასდროს იქნებით მარტო, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის