თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი პარკინსონის დაავადების სამკურნალო კურსს არ გადის და დავადების საწინააღმდეგო არანაირ მედიკამენტებს არ იღებს. მან ასევე უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების ფარგლებში, ბაიდენი სამჯერ იმყოფებოდა ნევროლოგთან.

მანამდე გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, კევინ ოკონერმა ჯერ კიდევ იანვარში გამართა შეხვედრა ნევროლოგ კევინ კანარდთან, რომელიც პარკინსონის დაავადევის სპეციალობით მუშაობს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, კანარდი 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულამდე თეთრ სახლს რვაჯერ სტუმრობდა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო დისკუსია აშშ-ში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 27 ივნისს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის გამოსვლა სატელევიზიო დებატებში წარუმატებლად შეფასდა. დებატების შემდეგ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას უნდა გამოეთიშოს.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ევროკავშირის ლიდერები საქართველოს მთავრობის მხრიდან განმარტებებს ელოდებიან
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად