თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა

აშშ-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით სავსე ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, 7 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსულმა ხომალდმა ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის პორტში საბრძოლო მასალებით სავსე ტვირთი გადაიტანა, რაც შემდგომში რუსეთის სამხედრო საწყობებში გადაანაწილეს. თეთრი სახლი ასევე ავრცელებს ვიზუალურ მტკიცებულებებსაც.

„ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისა და უკრაინელი მოქალაქეების დასახოცად და რუსეთის უკანონო ომის გასაგრძელებლად“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

banner
წინა სტატიაშიჯანმო-ს ხელმძღვანელი – სამედიცინო დახმარებით დატვირთული თვითმფრინავი ეგვიპტეში დაეშვა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე ირაკლი ღარიბაშვილს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს