თეთრ სახლსა და გაეროში აშშ-ს წარმომადგენელს შორის ურთიერთობა იძაბება

გაეროში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ არაფერი შეშლია, როცა აშშ-ს მზაობაზე განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. მისი სიტყვები თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელის ლარი კუდლოუს პასუხი იყო, რომელმაც თქვა, რომ ნიკი ჰეილმა, სავარაუდოდ, აერია, როცა შეცდომით გამოაცხადა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მზაობის შესახებ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დანიშვნაზე.
“ის გადასარევად უძღვება თავის საქმეს, ის გაეროში აშშ-ს ძალიან ეფექტური წარმომადგენელია. სავარაუდოდ, მოკლევადიანი არევა მოხდა” – თქვა კუდლოუმ სამშაბათს. “დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე არაფერი ამრევია” – Fox News-თან ინტერვიუში თქვა ჰეილიმ. თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ივარაუდა, რომ გაეროში აშშ-ს ელჩი, შესაძლოა, უკანასკნელი ცვლილებების კურსში არ იყო, რადგანაც, თეთრ სახლს რუსეთთან მიმართებაში გარკვეული აქვს პოზიციები.

ნიკი ჰეილიმ კვირას განაცხადა, რომ აშშ ორშაბათიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა თქვა, რომ მას მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ამერიკული მედია ცდილობდა გაერკვია, რა მოხდა სინამდვილეში. ექსპერტების აზრით ასეთი შეუთანხმებელი მოქმედებები და გადაწყვეტილებების ცვლილებები იმის მაჩვენებელია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში განხეთქილებაა – “ბიბისი” წერს.
რეკს ტილერსონის სახელმწიფო მდივნის პოსტიდან დათხოვნის შემდეგ, ითვლება, რომ ნიკი ჰეილია აშშ-ს დიპმისიის ფაქტობრივი ხელმძღვანელი.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაში75 ხმით არცერთის წინააღმდეგ პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა ისევ განაახლა რუსეთის მისამართით ბრალდებები