თეთნულდზე საბაგიროს მშენებლობა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება

თეთნულდზე საბაგიროს მშენებლობა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და დგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თეთნულდთან დაკავშირებით მშენებლობაზე ტერნდერი რამდენჯერმე იყო გამოცხადებული, თუმცა მასში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.

“დღეს ჩვენ გამარტივებული შესყიდვა გამოვიტანეთ თეთნულდზე, რადგან სეზონისათვის დავამთავროთ მშენებლობა. მოგეხსენებათ, რომ იქ კიდევ რამოდენიმე საბაგირო არის ასაშენებელი. დღეს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება მცირე საძიებო შვეულმფრენის შესყიდვისა საქაერონავიგაციისთვის, რომელიც მოემსახურება საქაერონავიგაციის ასე ვთქვათ ძირითად ფუნქციებს და მათ შორის არის ძიებნის ფუნქცია”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაზარალებულებს 2010-2011 წლებში ჩამორთმეული ხუთი ავტომობილი დაუბრუნდათ
შემდეგი სტატიასახელმწიფო ბიუჯეტიდან ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის 5 მილიონამდე ევრო გამოიყოფა