თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული იყო 6 ადამიანი.

ტურისტული ჯგუფის დაკარგული წევრები მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებმა
იპოვეს. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი. მაშველებმა მოახერხეს ზვავში მოყოლილი 3 მოქალაქის გადარჩენა. მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ტურისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მესტიიდან გადაყვანილია თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

banner
წინა სტატიაშითურქული დრონები და არაპროგნოზირებადი სიტუაცია სირიაში
შემდეგი სტატიაკახეთის გზატკეცილზე ავტომანქანის შეჯახების შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა