27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

თერმო ცენტრი – MBO-ს კონდიციონერების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში

საქართველოს კლიმატური სისტემებისა და საინჟინრო მომსახურების ბაზრის ლიდერი კომპანია „თერმო ცენტრი“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის MBO-ს ოფიციალური პარტნიორი და წარმომადგენელია საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ევროპული ხარისხის, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კონდიციონერები საუკეთესო ფასად და ოფიციალური გარანტიით.

MBO საერთაშორისო ბრენდია, რომელიც შექმნილია მომხმარებლის ყოველდღიური კომფორტისა და რესურსების ეფექტური მართვისთვის. ბრენდის კლიმატური სისტემები გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, დაბალი ხმაურის დონით, გამძლეობითა და დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინით, რაც მათ ნებისმიერი ტიპის ინტერიერისთვის იდეალურ არჩევანად აქცევს.

MBO-ს პროდუქციის მრავალფეროვანი ხაზი სრულად ფარავს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეების საჭიროებებს და სხვადასხვა კვადრატულობის ობიექტებისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტას გვთავაზობს.

რატომ უნდა აირჩიოთ MBO-ს კონდიციონერი?

4-1-ში ფუნქციონალი
ერთი მოწყობილობა აერთიანებს გაგრილების, გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის ცირკულაციის რეჟიმებს, რაც მთელი წლის განმავლობაში კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

საიმედო ON/OFF კომპრესორი
აღჭურვილია მაღალი რესურსის მქონე კლასიკური კომპრესორით, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით, მარტივი კონსტრუქციითა და ხელმისაწვდომი ფასით.

1W Standby ტექნოლოგია
ლოდინის რეჟიმში კონდიციონერი მხოლოდ 1 ვატ ენერგიას მოიხმარს, რაც ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ჭკვიანი თვითდიაგნოსტიკა
ინტეგრირებული უსაფრთხოების სისტემა მუდმივად აკონტროლებს მოწყობილობის მუშაობას და ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში სწრაფად რეაგირებს.

Sleep Mode – კომფორტული ღამის რეჟიმი
სისტემა ავტომატურად არეგულირებს ტემპერატურასა და ხმაურის დონეს, რათა თქვენი ძილი იყოს მშვიდი, კომფორტული და უწყვეტი.

„თერმო ცენტრში“ წარმოდგენილია MBO-ს კონდიციონერები, რომლებიც გათვლილია 25-დან 90 კვ.მ-მდე ფართობის საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის. ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად კი მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალური სეზონური ფასდაკლებებით და სასურველი მოდელი კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებში შეიძინონ.

თერმო ცენტრის შესახებ

„თერმო ცენტრი“ საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს და დღეს გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და სავენტილაციო სისტემების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. მრავალწლიანი გამოცდილების, პროფესიონალური გუნდისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის წყალობით, კომპანია წარმატებით ახორციელებს როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული პროექტების სრულ მომსახურებას.

თერმო ცენტრის მთავარი მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალური კონსულტაცია და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისი.  

 

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ბელარუსში რუსული დრონებისთვის რეტრანსლატორები გათიშეს
შემდეგი სტატიაგიორგი ონიანი: ევროპაში კარგად ხვდებიან, რა დღეში ჩააგდო “ოცნებამ” ხალხი