“თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში, სოკოს კრეფის დროს ბზიკებისგან დაკბენილი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი რაიონის სიძე იყო და ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა. შემთხვევა სოფელ ჭოგნარში დღეს გამთენიისას მოხდა”,-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ცხავარძე.


















