თერჯოლის პოლიციასთან ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს

თერჯოლის პოლიციასთან ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გაიმართეს. აქციის მონაწილეები თერჯოლის პოლიციის უფროსის, ირაკლი დათუაძის და მისი მოადგილის, გიორგი ლანჩავას გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, თერჯოლაში პოლიციელები ადგილობრივ ახალგაზრდებს ჯალათურად ექცევიან. მათივე განცხადებით, პოლიციელები დღისით ახალგაზრდებს სრულიად უსაფუძვლოდ აკავებენ და სასტიკად უსწორდებიან.

როგორც აქციაზე აღნიშნეს, თუკი პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე არ გადადგებიან ისინი პერმანენტულ აქციებს გამართავენ და ამისთვის მათ სამ დღიან პერიოდს აძლევენ.

banner
წინა სტატიაში“პრემიერი მზადაა, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გააგრძელოს”
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება იაპონიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს