თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შშმ მოქალაქეებს პროდუქტები სახლებში მიუტანა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები სახლებში მიუტანა.

“მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა მარტოხელა მოხუცმა და საბავშვო ბაღის 1189-მა აღსაზრდელმა კვების საჭირო რაციონის გათვალისწინებით მიიღო სასურსათო კალათა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დახმარებას მიიღებს ყველა საჭიროების მქონე მოქალაქე, განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადების მქონე ბენეფიციარები, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, დაიცვან სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა ერთად შევძლოთ ამ გამოწვევის დამარცხება და მალე შევძლოთ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება“, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

ლაშა გოგიაშვილთან ერთად ადგილობრივებს საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ფოცხვერაშვილი ესტუმრნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დახმარება 120-მა მარტოხელა, 70 წელს გადაცილებულმა მოხუცმა მიიღო. ძირითადი მოთხოვნების პროდუქტები მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფის წევრებმა და მოხალისეებმა, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი, ოჯახებში მიუტანეს

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, 760 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსთავის საკრებულოს დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა