თერჯოლაში მდინარე ჩხარამ ავტომაგისტრალი მეხუთედ დააზიანა

იმერეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. თერჯოლაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის 206-ე კილომეტრი, დროებითი მაგისტრალის მონაკვეთი წყალმა მეხუთედ წაიღო. ადგილზე მუნიციპალიტეტის პირველი პირები იმყოფებიან.

მათი განმარტებით გზის აღდგენითი სამუშაოები გამოდარების შემდეგ დაიწყება.

„გამთენიისას ისევ მოვარდა მდინარე ჩხარა და გაიტანა ახალი გაკეთებული გზა ისევ. საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ როდის დასრულდება არავინ იცის“, – აცხადებს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ რომ იმერეთში მეხუთე დღეა გადაუღებლად წვიმს. ძლიერი წვიმების შედეგად რამდენიმე მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

banner
წინა სტატიაშითბილისი და ვაშინგტონი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებენ
შემდეგი სტატიაგამოუცნობმა სამხედრო დამრტყმელმა ავიაციამ სირიიის აეროპორტზე მიიტანა დარტყმები