თერჯოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – დაინფიცირების პირველწყარო უცნობია

თერჯოლის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ ღვანკითიდან შუახნის ქალი თერჯოლის თავდაპირველად “ცხელების ცენტრში” შეიყვანეს, საიდანაც დადასტურებული დიაგნოზით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი კონტაქტების ნაწილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ნაწილი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი.

ქალის დაინფიცირების პირველწყარო ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 100 ადამიანი იმყოფება
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტია მოთავსებული, აქედან ერთი ექვსი წლის ბავშვია