თერჯოლას მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების
ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის
უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები –
კახი კ. და გია მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო
მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების
განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და
მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე
მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში, შოთა ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩაინგრა და ხუთი ადამიანი დაშავდა