თერილმან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თერილმან მაჩალიკაშვილის ოპერაცია დასრულდა. ნეიროქირურგიული ოპერაცია დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახალგაზრდას ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ის მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

სუს-მა დღეს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთი პირი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიკრეისერ “Адмирал Нахимов”–ის მოდერნიზაცია 2021 წელს დასრულდება
შემდეგი სტატიაროგოზინმა შოვინისტური საშობაო ვიდეო გაავრცელა