“თეორიულად, შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის და შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა” – კობახიძე

ქიმიური ნივთიერების სკანდალი – ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეიძლება თეორიულად, შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

დღეს კობახიძემ ვახტანგ გომელაურის შესაძლო პასუხისმგებლობა საერთოდ გამორიცხა და ამტკიცებდა, რომ შინაგან 2007 წელს და 2009 წელს შეძენილ ფხვნილს ვერ გადაამოწმებდა, რადგან ქიმიკოსი არ არის.

ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილ იქნა, დიახ, 2009 წელს და 2007 წელს. სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს გეტყვით სუს-ი“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

თქვენ უნდა ნერვიულობდეთ თქვენი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვანო მერაბიშვილზე არ ვნერვიულობთ. გამოძიება მშვიდად წარიმართება და დაადგენს ყველაფერს. თქვენ შეგიძლიათ ინერვიულოთ ვანო მერაბიშვილის ბედთან დაკავშირებით. თეორიულად შეიძლება დადგეს ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობა, შოთა უტიაშვილის პასუხისმგებლობა. შსს-მ იცის, რომ ფხვნილს იყენებს და ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, კონკრეტულ გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ ერთადერთი, შესაძლოა, კონკრეტული პარტიის ლიდერებს, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა.

ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილ იქნა, დიახ, 2009 წელს და 2007 წელს. ვახტანგ გომელაურს უნდა სცოდნოდა ფხვნილის დანიშნულება, ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. სკანდალი ჩაიშალა, დანარჩენს გეტყვით სუს-ი“, – მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა
შემდეგი სტატია“არც ქიმიური იარაღის ექსპერტი ვარ და არც ანალიტიკური დეპარტამენტის საქმეში შედიოდა ამის შეტანა და გამოტანა” – უტიაშვილის პასუხი კობახიძეს