თეონა ჭალიძემ სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების საკითხებზე მესამე სექტორთან შეხვედრა გამართა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სუაბრისას სოციალური პროგრამების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების მონიტორინგის აუცილებლობას გაესვა ხაზი და პრევენზიის კონკრეტული მექანიზმებიც განისაზღვრა.
შეხვედრისას გამოითქვა მზადყოფნა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა კიდევ უფრო გაღრმავდება და შედეგები საზოგადოებისას ეცნობება:

„ერთი წელი რჩება არჩევნებამდე და ხელისუფლება, როგორც აქამდე ახლაც ცდილობს, რომ გამოიყენოს სოციალური პროექტები თავის სასარგებლოდ. ძალიან მნიშველოვანია საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა და სხვა სოციალური პროექტები, რომლის შესახებაც ჩვენ მონიტორინგს ვიწყებთ და მოქალაქეებსაც მოვუწოდებთ, მოგვაწოდონ ინფორმაციები.
პროგრამაში ჩართულ პირებს კი მინდა ხაზგასმით ვუთხრა, რომ არჩევნები ფარულია და ვერავინ ვერ გაიგებს ვის მიეცით ხმა და აუცილებლად იცოდეთ, რომ მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, თქვენს ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა კანონით დასჯადია.”- განაცხადა ჭალიძემ

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებულიყო – ბრეგაძე
შემდეგი სტატიასაქართველოს მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, ვითამაშოთ ხიდის როლი, რომ მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ – მონტენეგროს პრემიერი