თეონა ჭალიძე: ზუგდიდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა წინასაარჩევნოდ გაიზარდა

წინასაარჩევნოდ ზუგდიდში სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს დამატებით 1300 პირს, 1280-ს შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშვებათ მომდევნო თვეებიდან და 376 პირზე კი მიმდინარეობს დანიშვნის პროცედურა. ანუ ჯამში 3000-მდე პირი წინასაარჩევნოდ დაემატა სოციალურად დაუცველთა ბაზას.
ასეთია ოფიციალური სტატისტიკა და ეს მაშინ როცა არაერთ გაჭირვებულ ოჯახს რომლებიც ღიად აფიქსირებენ რომ სანდრა რულოვსს და გაერთიანებულ ოპოზიციას ძალა ერთობაშიას უჭერენ მხარს მათ არ უნიშნავენ დახმარებას სწორედ პოლიტიკური ნიშნით.
კიდევ ერთხელ ხელისუფლება იყენებს ამ სოციალურ პროგრამას საარჩევნო მიზნებისთვის. ესაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
ესაა ამომრჩევლების მოსყიდვა. მაშინ როცა საპრეზიდენტო არჩევნები ზუგდიდში ხელისუფლებამ დაშინების, მოსყიდვის, გაყალბების შემდეგ 542 ხმით ,,მოიგო”, ნათელია რომ სინამდვილეში წააგო, ამ მეთოდით ცდილობს ხმების მოპოვებას.
ჩვენთვის ცნობილია რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პირდაპირ სთავაზობდნენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭებას ხმების სანაცვლოდ. – აცხადებს ,,ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტზე, ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანთან ერთად, პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მისცეს
შემდეგი სტატიაბუნდესვერის ჯარისკაცების ტელეფონებს ინტერნეტთან წვდომა არ ექნებათ