თეონა ჭალიძე სოცილაურად დაუცველებს მიმართავს

“ვიცი მოგბეზრდათ თვიდან თვემდე საარსებო შემწეობის ლოდინი და მთელი თვე იმის ფიქრი როგორ იარსებოთ 60 ლარით! ვიცი, მოგბეზრდათ უსამართლობა ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
მოგმართავთ დ ე ვ ნ ი ლ ე ბ ს, რომლებსაც 45 ლარსაც გამადლიან და ბევრ მათგანს დღემდე თავშესაფარი არ გაქვთ.
მოგმართავთ შ შ მ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ვისაც გინდათ სათანადოდ ზრუნავდეს სახელმწიფო თქვენზე და ითვალისწინებდეს თქვენს საჭიროებებს.
მოგმართავთ ვ ე ტ ე რ ა ნ ე ბ ს ვისაც სახელმწიფოსგან 22 ლარიანი დაფასება შეურაცხგყოფთ.
მოგმართავთ პ ე ნ ს ი ო ნ ე რ ე ბ ს, ვისაც ისედაც მცირე პენსიის ნაწილის მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებული სესხის პროცენტისთვის გძალავენ, ისევე როგორც დევნილებსა და შშმ პირებს.
მოგმართავთ ყველას, ვინც ფიქრობთ რომ უკეთესი ცხოვრების ღირსი ხართ, ვინც ფიქრობთ რომ დაპირისპირების და ძალადობრივი დემონსტრირებების ნაცვლად სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე.
მოგმართავთ ყველას ვინც ფიქრობთ რომ სოციალური სამართლიანობის და სოციალური ცვლილებების დროცაა.
მოდით 26 თებერვალს 13 საათზე ფილარმონიასთან აქცია -მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად. აქცია არის თითოეული ჩვენგანის უკეთესი მომავლისთვის. დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ კონსესუსია ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლება კი ამ კონსესუსის მთავარი ინგრედიენტია”,-წერს პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი თეონა ჭალიძე.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „ინტერტრანსი” რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასანქციები მწიფდება – ფინანსურის გარდა საუბარია გადაადგილების შეზღუდვაზე ივანიშვილის, ღარიბაშვილისა და გომელაურის ოჯახებისთვისაც