„ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა
ჭალიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მომავალ არჩევნებში ადამიანებმა ეჭვი არ შეიტანონ არჩევნების ფარულობაში და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ
,,2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის პარტიის მთავარი მოკავშირე სიღარიბეა. სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს საარჩევნო ინსტრუმენტად.
მაშინ როცა მიზნობრივი სოციალური დახმარებების ერთიან ბაზაში მილიონ 243 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და მათგან 672909 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 49311 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახიდან ერთი წევრი მაინც პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, განსაკუთრებით საყურადღებოა მომავალ არჩევნებში ადამიანებმა ეჭვი არ შეიტანონ არჩევნების ფარულობაში და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ. წლების განმავლობაში გარკვეული მექანიზმების გამოყენების შედეგად ფაქტია რომ საგანგაშოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელიც დაშვების დონეზე, უშვებს რომ შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მისცემს ხმას(44%).
აქვე საყურადღებოა რომ მაღალია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოუხსნან პირს, რომლის ოჯახის წევრებიც არ მივლენ არჩევნებზე(48%). სწორედ ამიტომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დაინტერესებულმა ყველა აქტორმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საზოგადოებაში არსებული ამ დამოკიდებულებების შესაცვლელად.
არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კი არანაირად არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი.
ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“ – განაცხადა ჭალიძემ