თეონა ჭალიძე: „გამოვდივარ ინიციატივით გადაიხედოს ყოფილი პარლამენტარებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი“

სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ სათათბიროს წევრი თეონა ჭალიძე გამოდის ინიციატივით გადაიხედოს ყოფილი პარლამენტარებისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი.
“გვყავს 712 ყოფილი პარლამენტარი, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში 4 601 157 ლარი მიიღო არაფრისთვის. 4 601 157 ლარი გავიდა ბიუჯეტიდან იმ მიზნით, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია აეღოთ“, – განაცხადა „თაიმერთან“ საუბარში თეონა ჭალიძემ.
იგი გამოდის ინიციატივით, გადაიხედოს კანონი და კომპენსაცია მიიღონ მხოლოდ იმ ყოფილმა პარლამენტარებმა, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ. „გაუგებარია რატომ უნდა იხარჯებოდეს ამხელა ფული ბიზნესების და მილიონების მქონე ყოფილ პარლამენტარებზე, როცა ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს.
„ბიუჯეტიდან მილიონები ყოფილ არაფრის მაქნის პარლამენტარებს მიაქვთ. ეს ხდება ქვეყანაში, სადაც 126 570 ბავშვს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, სადაც საერთო ჯამში 445 555 სოციალურად დაუცველი ადამიანია და 40000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა.
ეს ხდება ქვეყანაში, თბილიში, სადაც 39000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოთი სარგებლობს, ხოლო 7030 მოქალაქეზე მეტი, მარტო თბილისში, ერთ წელზე მეტია სიაში ჩასმას ელოდება და ფაქტიურად შიმშილობს.
ეს ხდება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 60 პროცენტი ვალს იღებს რათა საკვები შეიძინოს, ხოლო უბნის მაღაზიებში „ნისიების რვეულები“ გადავსებულია მოვალეთა გვარებით“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

banner
წინა სტატიაშიზღვაიას დასახლება შველას ითხოვს!
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: „სულ მთავრობაში არ იქნები და ოდესღაც მოგიწევს ხელისუფლებისთვის ბრძოლა!“