თეონა ჭალიძე ელისო ბოლქვაძეს: აი, უფასო სასადილოების მისამართები წამოგყვებით რომ არ დაიკარგოთ

ელისო გაგიკეთეთ სია იმ მისამართებისა სადაც უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების რიგებს ნახავთ! იქ რომ მიხვალთ თვალებიდან თმა გადაიწიეთ, რომ კარგად დაინახოთ რეალობა. შუშის ,,ბანკების” ხმასაც გაიგებთ მუქი ფერის ჩანთებიდან. ხო ეგ ჭურჭელი და მაიონეზის პლასტმასის ყუთები დააქვთ ძირითადად უფასო სასადილოებში მიმავალ ადამიანებს საჭმლის ჩასასხმელად, რომელსაც მათთვის სახელმწიფო იმეტებს და 1 ლარი და 30 თეთრი უჯდება ერთი ბენეფიციარის გამოკვება. იმ მარკეტებში თქვენ რომ დადიხართ და რიგებს ხედავთ ამ ფასად იყიდით რამეს? ალბათ მხოლოდ პარკს რაშიც ნაყიდ პროდუქტს ალაგებთ. მაგ მარკეტებისგან განსხვავებით უფასო სასადილოებთან რიგებში ბავშვებსაც ბევრს ნახავთ. ეს ყველაფერი არ იცით და არც გაგიგონიათ? არ მიკვირს. იმიტომ რომ თქვენ ,,პარლამენტში” ხალხს კი არა ბიძინას წარმოადგენთ მხოლოდ. აბა გელოდებით –
აი უფასო სასადილოების მისამართების ნაწილი:
ლილოს დასახლება, ჭირნახულის 18, მესამე მასივი 1 კვარტალი კ ,,ვ”, ქინძმარაულის 5, აეროპორტის დას.. სანშიაშვილი 18, ჭიჭინაძის ქ.1 კ4, გუმათჰესის 17, ორთაჭალის 36, ზემო ფონიჭალა კორპ 22, ჩიტაიას 14ა, ლიბანის 31, ი. ვეკუას 22, ჩკალოვის ქ. ბერი გაბრიელ სალოსის გამზ,…
პს: წამოგყვებით რომ არ დაიკარგოთ 591051601
საქართველოს პარლამენტი ელისო ბოლქვაძეს გადაეცით დამიკავშირდეს-წერს პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე

banner
წინა სტატიაშითენგო თევზაძე: “ქართული ოცნება” ეცდება სამართლიანი არჩევნების მიერ დაშვებული შეცდომა სამოქალაქო საზოგადოების დისკრეტიდაციისთვის გამოიყენოს’’
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: ოპოზიცია ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურ ნებას, რათა შეთანხმება მიღწეულ იქნას