ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავება „ფეისბუქ-პოსტის“ გამო და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკური თავდასხმა იმ ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მმართველმა გუნდმა 2024 წელს „რუსული კანონის“ მიღებისას დაიწყო.
აქუბარდიას თქმით, თუ აქამდე აზრის გამოხატვა ქუჩაში იზღუდებოდა, ახლა უკვე სოციალურ ქსელებშიც იკრძალება, რაც ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
აქუბარდიას შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სურს ერთპარტიული მმართველობის დამყარება (ჩინურ მოდელზე დაყრდნობით) და ნებისმიერი კრიტიკული ხმის ჩახშობას ცდილობს.
აქუბარდიამ განმარტა, რომ ხელისუფლებას შექმნილი აქვს სისტემა — ჯერ ხდება სამიზნე პირების „გაშავება“ პროპაგანდისტული მედიით, ხოლო შემდეგ მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.
აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ე.წ. „ზონდერების“ მხრიდან ჩადენილ არცერთ მოძალადეობრივ ფაქტზე არავინ დასჯილა, რაც ადასტურებს, რომ მმართველი პარტია მათ პირდაპირ ხელს აფარებს.
















