თეონა აქუბარდია: პარლამენტი არის ბიძინას ბუტკა, რომელზეც მან ჯერ კიდევ 2012 წელს იხუმრა და გააკეთა

„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად არის რუსეთთან ღია კოლაბორაციაში მყოფი ძალის მიერ მიტაცებული პარლამენტი ერთპარტიული. ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა. წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი (ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო და დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით), ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს, მისთვის და ბუნებრივია ჩემთვისაც, წარმატებით განახორციელა. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია. ეს არ არის საქართველოს პარლამენტი.

ის არის ბიძინას ის ბუტკა, რომელზეც მან ჯერ კიდევ 2012 წელს იხუმრა და გააკეთა. მე საქართველოსთვის ჩემი წილი გასაკეთებელი ვეცადე გამეკეთებინა პარლამენტის კედლებიდან და მის გარეთაც. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება ამ ინსტიტუციას ერთად უნდა დავუბრუნოთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტმატიმარს და იმ ბრძოლას, რაც ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და სუვერენული არჩევანის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფარმინგ ქონსთრაქშენმა ნუშის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა
შემდეგი სტატიააშშ-მა რუსულ კიბერ დაჯგუფება Aeza-ს სანქციები დაუწესა