27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

თეონა აქუბარდია: ყველანაირი ნიშანწყალია იმისა, რომ ცხინვალის ფაქტობრივი ანექსია შემდგომ ეტაპზე გადავიდეს

პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე საკადრო ცვლილებები და ალან გაგლოევის ხშირი ვიზიტები მოსკოვში წინსწრებად ველის მომზადებაა ანექსიის ოფიციალურად გამოსაცხადებლად. აქუბარდიას თქმით, სუს-ის ანგარიშშიც მკაფიოდ წერია, რომ რუსეთის კურატორ სერგეი კირიენკოს ეს გეგმა მზად აქვს, თუმცა მმართველი გუნდი განხილვას შიშისა და უხერხულობის გამო აჭიანურებს.

პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ კრემლი ანექსიის შანტაჟით „ქართულ ოცნებას“ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას ან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებდეს, რაც ტერიტორიული მთლიანობის ძირგამომთხრელი პოლიტიკაა.

„რუსეთი შერეულ ტაქტიკას იყენებს. თუ ოფიციალურ თბილისს აიძულებს ანექსიის შანტაჟით მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, მაშინ სხვა მოცემულობა დადგება. თუ ეს არ მოხდება, შესაძლოა ანექსიაც განახორციელოს. ანექსიის გამოცხადება მას ერთ დღეში შეუძლია, ის უბრალოდ შესაბამის დროს ელოდება“, — განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

banner
წინა სტატიაშიარტ-მეურნეობა და ნდობის ხიდი აფხაზეთიდან ჩამოსულ ბავშვებთან
შემდეგი სტატიაპარლამენტმა მიგრაციის წესების გამკაცრებას მხარი დაუჭირა