თეონა აქუბარდია – ივანიშვილის სურვილია, საბჭოთა წარსულის მსგავსად, ერთი პარტია იყოს, წინააღმდეგობას გავუწევთ, რომ საქართველო საბჭოთა წარსულში არ დაბრუნდეს

სიახლეს არ წარმოადგენს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი ნაცნობი წარსულიდან, რომ, საბჭოთა პერიოდის მსგავსად, მხოლოდ ერთი პარტია იყოს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისი თქმით, წინააღმდეგობა იქნება გაწეული, რომ საქართველო არ დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში.

„სიახლეს არ წარმოადგენს, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ნაცნობი წარსულია, რომ საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ერთი პარტია იყო. თუმცა რატომ გუშინ? ეს უკავშირდება „მეგობარი აქტის“ დაძვრას და იმ მოლოდინის გაბათილებას, რომელიც ჯერ საკრალურ 20 იანვარს უკავშირდებოდა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების კუთხით თუ შემდგომ – მოგვიანებით. გარკვეულწილად, ის რეაგირებაა, რომელიც „მეგობარ აქტს“ მოჰყვა, თუმცა ის, რომ საბჭოთა წარსული ხიბლავს ბატონ ივანიშვილს, სადაც ერთი პარტია მართავდა ქვეყანას, ეს სიახლე ნამდვილად არ არის. ამას უნარი და განხორციელება სჭირდება. დაველოდებით, რა თქმა უნდა, რამდენად აღმოაჩნდებათ ამის უნარი. წინააღმდეგობას ნამდვილად გავწევთ, რომ საქართველო არ დაბრუნდეს იმ საბჭოთა წარსულში, სადაც ივანიშვილს სურს, რომ ის დააბრუნოს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 27 მარტს განაცხადა, რომ „საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით“.

banner
წინა სტატიაშისაყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ ამოცანაა პარტიების გაუქმება, მინდა, მივმართო ამ უბადრუკებს, მიდით, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, დღესვე გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ