10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

თეოლოგი: რამდენიმე რეალური კანდიდატურაა მეუფე შიოს გარდა

ტვ პირველის ინფორმაციით, თეოლოგი გურამ ლურსმანაშვილი ამბობს, რომ პატრიარქობის ერთადერთი რეალური კანდიდატი არის მეუფე შიო, თუმცა მას გარდა არის კიდევ რამდენიმე რეალური კანდიდატურა – მეუფე დანიელი და მეუფე ისაია, თუმცა, როგორც თეოლოგი ამბობს, ეს ორი ერთად ვერ იქნება – “სავარაუდოდ, რომელიმე ერთი იქნება”. 

ამას დამატებული მეუფე იობი და რუსული დაზვერვიდან გამომდინარე, მეუფე გრიგოლი, ოღონდ არ ვიცით მისი პოზიცია – ამბობს თეოლოგი.

“ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვიცით, მეუფე დანიელი იქნება თუ არ იქნება კანდიდატი. მას მერე რაც ჩასწორება გაკეთდება, ან თუ გაკეთდება, მერე შეიძლება ჩვენ ვთქვათ, იქნება თუ არა მისი კანდიდატურა. ამ ეტაპზე ერთადერთი რეალური კანდიდატი ვინც არსებობს, ეს არის მოსაყდრე შიო. მის გარდა პირველ სინოდზე გამოარჩევენ კიდევ ორ კანდიდატს და უკვე ამ სამ კანდიდატს შრის იქნება არჩევნები. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, რამდენიმე რეალური კანდიდატურაა მეუფე შიოს გარდა – ეს არის მეუფე დანიელი და მეუფე ისაია. ეს ორი ადამიანი ერთად ვერ იქნება კანდიდატურა, სავარაუდოდ, რომელიმე ერთი იქნება. ამას დამატებული მეუფე იობი და რუსული დაზვერვიდან გამომდინარე, მეუფე გრიგოლი, ოღონდ არ ვიცით მისი პოზიცია, აპირებს თუ არა კანდიდატურის დაყენებას”, – ამბობს გურამ ლურსმანაშვილი. 

ინფორმაციისთვის, სინოდის სხდომა, გუშინ საპატრიარქოში ექვს საათს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან დაკავშირებით მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ, – მაშინ, როცა სინოდი სამი კანდიდატის საკითხს განიხილავს.

რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლების საკითხს, ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა – “მაგრამ მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნა”.

banner
წინა სტატიაშიშემოწმების შედეგები ცნობილია- უკავშირდება თუ არა ორი ადამიანის გარდაცვალება CO-ს
შემდეგი სტატიალონდონში სასწრაფო დახმარების მანქანების აფეთქების საქმეზე მეოთხე პირი დააკავეს