თენგო თევზაძე – „ლელომ“ აირჩია თანამშრომლობის გზა, გადაწყვიტა, იმ ბრძოლაში მიიღოს მონაწილეობა, რომელშიც გამარჯვება ბრძოლამდე გარკვეულია, არ ვაპირებთ ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობას

„ლელომ“ აირჩია თანამშრომლობის გზა, გადაწყვიტა, ფაქტობრივად დამარცხებულ ბრძოლაში, იმ ბრძოლაში, რომელშიც გამარჯვება ბრძოლამდე გარკვეულია, მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ წევრმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია „ახალი“ თანამშრომლობას არ ვაპირებს, ბიძინა ივანიშვილის და მის რეჟიმის დამარცხება მოხდება პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და წინააღმდეგობით.

„სამწუხაროდ, „ლელომ“ აირჩია თანამშრომლობის გზა და იმ შეთავაზებას, რომელიც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა ერთიანობაზე, ერთიანობაზე შემოთავაზების პასუხად გადაწყვიტა, ფაქტობრივად დამარცხებულ ბრძოლაში, იმ ბრძოლაში, რომელშიც გამარჯვება ბრძოლამდე გარკვეულია, მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ არ ვაპირებთ თანამშრომლობას, ჩვენ აუცილებლად პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და წინააღმდეგობით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს. ძალიან ბევრი ვართ, იმაზე მეტნი, ვიდრე მომხრეა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობის. არა თანამშრომლობას, არა სისტემის ნაწილად ყოფნას, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს ჩვენი პროტესტის მოთხოვნები, ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება“, – განაცხად თენზო თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშირატი ამაღლობელი: ძალიან სამწუხაროა “ლელოს” ამბავი, როგორც ჩანს პარტიულმა იდენტობამ გადაწონა ეროვნული წინააღმდეგობის საერთო პრინციპი
შემდეგი სტატიაირაკლი ფავლენიშვილი – „ლელომ“ გადაწყვიტა, გადასულიყო ივანიშვილის მხარეს, ყველა ძალა, რომელიც ბრძოლიდან გამოვა, შეუძლებელია, აღქმული იყოს ჩვენს მოკავშირედ და პარტნიორად