თენგო ჯგუშია: ეს არის ბოლო შანსი ზუგდიდის ღირსების და თავისთვადობის გადასარჩენად!

“ვისაც არ გინდათ ცხოვრობდეთ ფარცხალაძის საქართველოში და მაიზერას თუ ნატო-თაზოს ზუგდიდში;
ვისაც არ გინდათ, რომ მაფიოზები ალავიძე და კალაძე თბილისიდან თავიანთი ინტერესების მიხედვით გიწყვეტდნენ თქვენი უბნის თუ ქუჩის პრობლემებს ქვარაია-თოლორაიას მაამებლური კვერის დაკვრით
ვისაც უბრალოდ არ გეშინიათ და გაქვთ დამოუკიდებელი, განსხვავებული აზრი:
დროზე მოეგეთ გონს და თამამად, ღიად და გაბედულად გამოკვეთეთ თქვენი პოზიცია ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებასთან დაკავშირებით!
ეს არის ბოლო შანსი ზუგდიდის ღირსების და თავისთვადობის გადასარჩენად!
ხვალ გვიან იქნება!
ყველანი ქალაქის სტატუსის და რეალური თვითმმართველობის დასაცავად!
თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა მკაფიოდ და კონკრეტულად გასცეს პასუხი მთავარ კითხვას:
უნდა მართვდნენ თუ არა ზუგდიდის საქალაქო მეურნეობას და ინფრასტრუქტურას თავად ზუგდიდელები?”-წერს “ფეისბუქის” საკუტარ გვერდზე თენგო ჯგუშია.

banner
წინა სტატიაში(video) ქართველმა მომღერალმა Salio-მ Akademia Music Award-ში გაიმარჯვა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები რუსული საფოსტო მისამართებით სარგებლობდნენ