33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილს არასერიოზული პოზიცია აქვს თავისივე პარტიის მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილისა და ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები საკუთარ პოლიტიკურ ეგოზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე რეალურ პროცესებზე.

შარმანაშვილის თქმით, სააკაშვილს არასერიოზული პოზიცია აქვს თავისივე პარტიის მიმართ.

„გეუბნებით, ეს ადამიანები საკუთარ პირად ეგოზე უფრო მეტს ზრუნავენ, ვიდრე რაიმე პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავენ. მათი მთავარი ამოცანაა, ლიდერობა შეინარჩუნონ. სააკაშვილმა თავისივე შერჩეული ადამიანიც კი ჩააჩოჩა და ამბობს, რომ თავმჯდომარე არ იქნება, ციხიდან მე ვუხელმძღვანელებ, უცხო ქვეყნის მოქალაქეო. ასეთი არასერიოზული პოზიცია აქვს თავისივე პარტიის მიმართ და წარმოიდგინეთ, საქართველოს მიმართ რა პოზიცია აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? თავად კი აქვს ამბიციები, მაგრამ მართლა გმირების ქვეყანაში თუ ჟორჟოლიანმა უნდა შექმნას გმირები, მართლა კარგად ყოფილა საქმე“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „გეგმაა, გავშალოთ რამდენიმე ფრონტი, ეს იყოს სოციალური თემატიკა, ახალგაზრდების თემა და იყოს რეგიონული გმირების შექმნა, უფრო სწორად, პოვნა. მთელი ეს პერიოდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს რეგიონებზე“.

banner
წინა სტატიაშიPOG: სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიამედია: თურქეთმა რუსეთისგან შესყიდული S-400 სისტემები სპარსეთის ყურის ქვეყანას მიჰყიდა