19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

თენგიზ შარმანაშვილი: ბარამიძემ გააკეთა განცხადება, რაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადება აფხაზეთის ომის შესახებ საქართველოსთვის დამაზიანებელია და სამხედრო დანაშაულის დაბრალების საფრთხეს ქმნიდა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა პროკურატურის პოზიციას, რომლის მიხედვითაც 90-იან წლებში პატიმართა დახვრეტის ფაქტები გამოძიებით არ დადასტურდა.

„მთავარი საფრთხის შემცველი, რაც ბარამიძემ გააკეთა, იყო ის, რომ თქვა — დახვრეტები მიმდინარეობდაო. ეს განცხადება იყო დიდი საფრთხის შემცველი, საქართველოსთვის წაეყენებინათ პრეტენზიები, რომ მასობრივად ხდებოდა სამხედრო დანაშაული, რასაც ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი აღიარებს.

რომ არა საერთო კონტექსტი, ვიფიქრებდით, რომ ეს წამოცდენა იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებს მაშინ უნდა ეფიქრათ, როცა მათი წევრი საქართველოსთვის ფრიად დამაზიანებელ განცხადებას აკეთებდა. ბარამიძე წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს — მას აქვს უფლება, სასამართლოზე თავი იმართლოს“, — განაცხადა შარმანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილანა ცერცვაძე: რომეო მიქაუტაძეს ლილუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას დაპირდნენ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს