25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

თენგიზ შარმანაშვილი აქციების პერიოდში დაკავებულების ნაწილის შეწყალებას ეხმაურება

ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს, ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი საუბრობს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს“.

„ეს არის ძალიან მისასალმებელი. ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს. თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს. ვინც სიძულვილს ვერ გაცდება, იქ სახელმწიფოც თავისას იტყვის,“
– წერს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 226 პირი შეიწყალა.

შეწყალებულ პირთა შორის არიან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი, ასევე, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე და დენის კულანინი.

banner
წინა სტატიაში„ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება კიდევ ერთხელ გადავადდა
შემდეგი სტატიაწარმოშობით რუს აქტივისტს, რომელიც ყაველაშვილმა შეიწყალა, სავარაუდოდ, რუსეთში დეპორტაცია ემუქრება