თენგიზ ფხალაძე: ვიზალიბერალიზაციის კონკრეტული თარიღის დასახელება რთულია, თუმცა ეს ახლო მომავლის პერსპექტივაა

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ქვეყანა უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებას ელოდება.

როგორც ფხალაძე აღნიშნავს, კონკრეტული თარიღის დასახელება ძნელია, მაგრამ ეს ახლო მომავლის პერსპექტივაა.

„მიღწეულ იქნა შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. ჩვენი პარტნიორები მოწადინებულნი არიან და მაქსიმალურ ძალისხმევას ახმარენ, რომ პროცედურული მექანიზმების განხორციელება, რომლებიც დროს ითხოვს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროის პერიოდში მოხდეს. ბუნებრივია, რომ კონკრეტული თარიღის დასახელება ძნელია, მაგრამ ეს მართლაც ახლო მომავლის პერსპექტივაა“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ე.წ. შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის საბჭო, ევროპარლამენტი და ევროკომისია ერთობლივ მოლაპარაკებაზე გუშინ საღამოს შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშითოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო