თენგიზ ფხალაძე: შავ ზღვაზე უსაფრთხოება საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

სესიაზე, რომელზეც თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვიდა, NATO-ს ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელებისა და საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების მიმართულებით NATO-ს პარტნიორი ქვეყნების როლზე იმსჯელეს.

თენგიზ ფხალაძემ სესიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას ავღანეთში და აღნიშნა, რომ საქართველო ერთდროულად NATO-ს გაფართოებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორიც და ასპირანტი ქვეყანაცაა.

„უსაფრთხოება შავ ზღვაზე უმნიშვნელოვანესი პირობაა საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის. საქართველო ის საიმედო პარტნიორია, რომელიც ჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას და მზად არის ამ თანამშრომლობის მეტად გაფართოებისათვის“, – აღნიშნა ფხალაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ინტეგრაციის ხარისხის ზრდა ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის შტაბი ნიუ-გემპშირში ლიდერობაზე ავრცელებს ინფორმაციას
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ 4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს