თენგიზ ფხალაძე: საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობას აქვს უზარმაზარი რესურსი

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრისას რუსული გაზის საჭიროების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი იყო და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობას აქვს უზარმაზარი რესურსი, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული.
“ის პროექტები, რომელიც წამოწყებულია 20 წლის წინ, რეალურად ქმნის ძალიან მტკიცე გეოპოლიტიკურ საფუძველს ჩვენი ქვეყნების უმნიშვნელოვანესი როლისთვის, რასაც ჰქვია შავი და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი დერეფანი. ამ დერეფნის განმტკიცება ეს არის პირდაპირი სიკეთე ჩვენი ქვეყნებისთვის და რაც უფრო მეტი სახელმწიფო იქნება ამ დერეფანში ჩართული, რაც უფრო მეტი ინტერესი იქნება, ეს არის მეტი ბენეფიტი ჩვენი მოსახლებისთვის”, – განაცხადა ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გამიჭირდება იმაზე საუბარი თუ რას აპირებს რუსეთი ან რა გეგმები აქვს
შემდეგი სტატიაქობულეთში 13 წლის მოზარდი დაჭრეს- მას ოპერაცია უტარდება