თენგიზ ფხალაძე: რომის პაპის საქართველოში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია

რომის პაპის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს როლსა და ადგილს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, რომის პაპის საქართველოში ვიზიტი უაღრესდ მნიშვნელოვანია.

„ვატიკანი არის ჩვენთვის უაღრესად მტკიცე მხარდამჭერი საერთაშორისო არენაზე. განსაკუთრებით იმ საკითხში, რაც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს ვიზიტი ნათლად წარმოაჩენს ჩვენი ურთიერთობების აღმავალ დინამიკას. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უძველეს ქრისტიანული სახელმწიფოს როლსა და ადგილს საერთაშორისო არენაზე. იმ მისიას, რომელსაც ჩვენი სამშობლო წლების განმავლობაში ასრულებდა და რომელსაც ასრულებს დღევანდელ დღესაც. ეს არის უაღრესად კარგი საშუალება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო. ხაზს ვუსვამ, რომ აქ არის წარმოდგენილი ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალება. 62-ზე მეტ მედია კომპანიას აქვს გავლილი აკრედიტაცია და რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო იქნება აბსოლუტურად ყველა იმ დღისწესრიგში, რომელიც განხილული იქნება ამ მედია წარმომადგენლების დღის წესრიგში”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორმა პარტია დატოვა
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვს