თენგიზ ფხალაძე: კრიტიკა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან იყო გამოთქმული, მეგობრების კრიტიკა იყო

სირცხვილია, რომ იმალებოდეს პრეზიდენტის წერილები

fxalaკრიტიკა, რომელიც ევროპარლამენტარების მხრიდან იყო გამოთქმული, მეგობრების კრიტიკა იყო და მიმართული იმისკენ, რომ საქართველოს დაეხმარონ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათ საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სტრასბურგში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა კიდეც, რომ ის ელოდებოდა გახსნილ დისკუსიას იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს მეგობრებს.

”შეხვედრები იყო ნამდვილად მეგობრული. ის კრიტიკა, რომელიც იყო გამოთქმული, ესეც იყო მეგობრების კრიტიკა და მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ საქართველოს დაეხმარონ იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრაში, იმ გამოწვევების გადალახვაში, რაც არის დღეს.
ბუნებრივია, რომ ჩვენი მეგობრებისგან არის დიდი ინტერესი და კიდევ ერთხელ, გაერთიანებული ძალისხმევით მოხდება არსებული გამოწვევების გადალახვა”, – განაცხადა ფხალაძემ.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში იმყოფება იმ დელეგაციით, სადაც წარმოდგენილია, როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია.

”მიუხედავად პოლიტიკურ გუნდებს შორის შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებებისა, ის ერთიანობა, რაც დღეს მოახდინა საქართველოს დელეგაციამ, არის ძალიან მნიშვნელოვანი”, -აღნიშნა ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის მხარე სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ყველა პარტნიორი გვეუბნება, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის მზად არის