თენგიზ ფხალაძე: დავით ბაქრაძე ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის დანიშვნის შესახებ კომენტარს აკეთებს და დარწმუნებულია, რომ იგი ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ელჩის პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენს დიპლომატიურ სამსახურში, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი.

კონსულტაციების შედეგად შერჩეული იქნა დავით ბაქრაძის კანდიდატურა, რომელსაც აქვს კარგი და საინტერესო დიპლომატიური გამოცდილება. ის არაერთხელ იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამჟამად ის არის სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი დავითი იქნება ღირსეული ელჩი, რომელიც ღირსეულად წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილი, გივი თარგამაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, მარიამ საჯაია და კობა სუბელიანი არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ
შემდეგი სტატიადავით კირვალიძე შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდეს