თენგიზ კიტოვანის შვილმა “პატრიოტთა ალიანსს” 45 000 ლარი შეწირა

natiakitovani-cr-597x275საქართველოს აუდიტის სამსახურმა დღეს, პოლიტიკური პარტიების 4 თვის შემოწირულობები გამოქვეყნა. 10 პოლიტიკურ გაერთიანებას (პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის, საქართველოს რესპუბლიკური პარტიას, მ.პ.გ. “საქართველოს მშვიდობისათვის”, მ.პ.გ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ა.ა.ი.პ “გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის”, მ.პ.გ. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიას) აპრილის თვეში 96 შემომწირველი ჰყავს. შემოწირული თანხის საერთო რაოდენობამ 604 747,50 ლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი შემოწირულობა აპრილის თვეში – 417 300 ლარი, “პატრიოტთა ალიანსმა” მიიღო.

შემომწირველთა სიაში მე-80 ნომერი ნათია კიტოვანია, რომელმაც 26 აპრილს „პატრიოტთა ალიანსს“ შემოწირულობის სახით 45 ათასი ლარი ჩაურიცხა. ნათია კიტოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილია.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შემოწირულობებთან დაკავშირებით “აიპრესი” „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გოჩა თევდორაძეს დაუკავშირდა.

დღეს, აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულობები გამოაქვეყნა. აპრილის თვეში „პატრიოტთა ალიანსმა“ ყველაზე მეტი ფინანსური შემოწირულობა მიიღო. ერთ-ერთი შემომწირველი ნათია კიტოვანი, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილია. ქალბატონი ნათია თქვენი პარტიის წევრია თუ, როგორც მოქალაქემ შემოგწირათ თანხა?

ზუსტად ვერ გეტყვით ნათია ჩვენი წვერია თუ არა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რაც შეეხება შემოწირულობებს, ამ თვეში ყველაზე მსხვილი შემომწირველი მანუჩარ მაჩაიძე აღმოჩნდა. ის, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი და თბილისის საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელია. კარგია, როცა ასეთი შემოწირულობები ხორციელდება.საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ ნდობა მეტია, რეიტინგი მაღალია და ეს პარტია თავისი სამომავლო გეგმებით და ამოცანებით საზოგადოებისთვის საინტერესო ხდება. ცუდი ის არის, რომ შემომწირველები მხოლოდ პარტიის აქტივისტები და წევრები არიან.ჯერჯერობით არ იძვრის ბიზნესი, რომელთა წარმომადგენლებს უფრი მეტი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ პარტიებისთვის სხვადასხვა შემოწირულობა გასცენ. თან იმ პერიოდში, წინასაარჩევნოდ, როდესაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პარტიებისთვის საჭირო იყოს ფინანსური სახსრები, რადგან არათანაბარი საარჩევნო გარემო შექმნა დაფინანსების, საარეკლამო დროის, ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის, თუ სხვადასხვა პრინციპიდან გამომდინარე, არ აწყობს ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. ჩვენ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ორ წელზე მეტია ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ არ გვაქვს წინასაარჩევნოდ მოთხოვნები გარდა იმისა, რომ შევახსენოთ ხელისუფლებას, პირობა ამ კუთხით მაინც შეასრულოს.

ნათია კიტოვანის მამა, თენგიზ კიტოვანი თუ იქნება „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიაში?

არა. თენგიზ კიტოვანის „საქართველოს პატრიოტთა ალაიანსის“ საპარლამენტო სიიაში ყოფნაზე განხილვა არ ყოფილა და არც წამოჭრილა.

“აიპრესი”

banner
წინა სტატიაში“რესპუბლიკურ პარტიას” ბარიერის პრობლემა არ ექნება
შემდეგი სტატიასაქართველოში დასაოჯახებელ ადამიანთა აღრიცხვა იწყება