თენგიზ კიტოვანი რუსთავი 2-თან გამართულ აქციაზე მივიდა

თენგიზ კიტოვანი რუსთავი 2-თან გამართულ აქციაზე მივიდა. მან ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუც მისცა. ის აცხადებს, რომ მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და იქ აქციაზე დასაკვირვებლად იმყოფება. კიტოვანი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში და უნდა, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს.

„ასეთი დაპირისპირება საქართველოში არ ვარგა… ყველას ჯერა, რომ თვითონ არის მართალი და სწორ გზას ადგანან. მე მგონია, რომ ყველამ უნდას მონახოს ერთი საერთო გზა და ერთად იარონ იმ გამარჯვებისკენ, რაც საქართველოსია. უნდა მოხდეს შეთანხმება პარტიებს შორის“, – ამბობს კიტოვანი.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი რაზმან კადიროვს მიმართვას
შემდეგი სტატიასაქართველოს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა