თენგიზ ჯგუშია სოციალურ ქსელში კონტრაბანდულ სიგარეტზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

თენგიზ ჯგუშია სოციალურ ქსელში კონტრაბანდული სიგარეტის ფოტოებს აქვეყნებს და წერს: „ასეთი კონტრაბანდული სიგარეტების ყველა სახეობა და ნიმუში, რასაც წალეკილი აქვს ზუგდიდის და სამეგრელოს სხვა ქალაქების ბაზრები, ჰქონდა გაგზავნილი ცხონებულ ბესო ჯგუშიას თბილისში, აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალოვანი უწყებების მაღალ ჩინებთან!!! ან ვინმე დაიჯერებთ, რომ ასეთი მასშტაბების კონტრაბანდა მოსაზღვრე ქალაქში შეიძლება განხორციელდეს რეგიონის ხელმღღვანელობის, აფხაზეთის კრიმინალურ ჯგუფებთან ორგანიზებულ კონტრაბანდულ სქემაში ჩართული და გუბერნატორისგან მწვანეანთებული ადგილობრივი ბანდიტური დაჯგუგფების და თბილისიდან სუსის მაღალი ჩინების დაკრიშვის გარეშე?!“
ჯგუშიას დარწმუნებულია, რომ მისი ამ განცხადების წაკითხვა ბევრს შეაშინებს, მაგრამ როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, ამ სქემის ორგანიზატორები, სახელებით და გვარებით, კარგა ხნის წინ ამხილა..
„ცხონებულის აფეთქებამდე ორი დღით ადრე ცენტრალური ტელევიზიით გავაკეთე ულტრარადიკალური განცხადებები კონკრეტული პირების ადრესირებით. შეგიმჩნევიათ, რომ აქ ზოგჯერ ცალკეული ვიგინდარები გამოხტებიან ხოლმე ჩემი 17 წლის უკანდელი პოლიტიკური და ანტიკრიმინალური აქტივობების გასაფერმკრთალებლად. ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა, – არა, მაგრამ იმ 17 წლის უკან, პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა მაჟორიტარი სწორედ ამ მაფიოზურ და მთელს სამეგრელოში მეტასტაზებად გაშლილ კონტრაბანდულ სქემას(თან მაშინ მასშტაბები გაცილებით დიდი და სახიფათო იყო) დავუპირისპირდი ჩემი მაჟორიტრობის პირველივე წელსვე, როცა ზუგდიდი და ზუგდიდელების ბედზე პასუხისმგებელი პირების 100 % პლუს ვითომ ,,კაი ტიპობაზე” და ნაღდ ზუგდიდელობაზე მუდმივად განსაკუთრებული პრეტენზიის მქონე ყველა საცობის მომრგებები, – არ მოვერიდები ამ სიტყვას, პირდაპირ დაჩმორილი ჰყავდა შენგელიას და მის ბანდიტურ ჯგუფს! დიახ, თავგანწირული ბრძოლით მე შევძელი მაშინ სწორედ შენგელიასგან და მისი კრიმინალური ბანდისგან გამეთავისუფლებინა ზუგდიდი.

დღეს ბედის ირონიით და იგივე ზუგდიდელების უმრავლესობის გატრუნვით და სირაქლემას პოზაში ტკბობით იგივე შენგელია დათარეშობს ზუგდიდში გუბერნატორ შონიას ოფიციალური ნებართვით და ე.წ მაჟორიტარ ქვარაიასთან და მერ გოგოხიასთან და მათ წრესთან ძმაკაცობით და პარტნიორობით!!! (თითოეულ სიტყვასა და გვარზე პასუხს ვაგებ!) მე არც მადლობა მჭირდება ვინმესგან ამისთვის, არც მხარდაჭერას ვითხოვ არასდროს რამეში და თუ მაქვს ამ ბრძოლაში რამის იმედი, მხოლოდ ჩემი თავის და ჩემი სიმართლის, მაგრამ მე უმტკივნეულესად განვიცდი და ვშიშობ, რომ ასეთი შემგუებლობა უსამართლობისადმი, შიში, დათრგუნულობა და წესრიგისა და კანონიერებისადმი ზურგშექცეული პოზა, ზუგდიდის და ზუგდიდელების ჩვეულებრივ და სამუდამო ცხოვრების წესად არ იქცეს, თუ უკვე არ არის ასე!!!“ – აცხადებს პოლიტიკური პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი,სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს” ხმის ლიდერი თენგიზ ჯგუშია.

 

banner
წინა სტატიაშიდელტა: კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტი განეიტრალდა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – როგორია საქართველოს რუკა, რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს რუსეთი, ეს არის მთავარი კითხვები