თენგიზ გუნავა ამირან ლაგვილავას ,,ენმს” წევრობას ადასტურებს

თენგიზ გუნავა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურებაზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, პარტიის კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად ამ დრომდე რჩება. ინფორმაცია ,,თაიმერს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, სამეგრელოს რეგიონში პარტიის თავმჯდომარემ  თენგიზ გუნავამაც დაუდასტურა. მისივე ინფორმაციით ლაგვილავა ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით ორჯერ იყო საკრებულოს დეპუტატი. როგორც გუნავამ ,,თაიმერთან” საუბარში აღნიშნა ლაგვილავა ხელისუფლებას გაურიგდა თუმცა პარტია ამ დრომდე არ დაუტოვებია. 

შეგახსენებთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა , კახა კალაძე,  ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, პარტიის კანდიდატად წარდგენილი ამირან ლაგვილავა წარადგინა. 

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მისვლას ითხოვს
შემდეგი სტატია„კრიზისის ერთადერთი გადაწყვეტა დიპლომატიაშია და არა ომში” – პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობაზე